“შენების მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
გოგლიჩიძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, ხოლო თავისუფლება და თვითმმართველობა დამარცხდა.
,,ჩვენი გუნდი გეგმავს “შენების მოძრაობის” მიზნების სრულად განხორციელებას. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც განსხვავებული აზრის თქმა გმირობის ტოლფასი იქნება, სადაც ადამიანებს არ შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი. არსად წასვლას ვაპირებთ, გვინდა, ეს ყველაფერი ერთად შევქმნათ,”-განაცხადა გოგლიჩიძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, “შენების მოძრაობა” ქუთაისში “ადრეული განგაში”-ს საპილოტე პროგრამის გაგრძელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ამოქმედდება ცხელი ხაზი. პროექტის ფარგლებში, საჯარო სექტორში პოლიტიკური შეხედულებების გამო განთავისუფლებულ ან ზეწოლის ქვეშ მყოფ პირებს დახმარებას გაუწევენ.