“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი
დავით გოგისვანიძე საარჩვენო პროცესს და არსებულ შედეგებს აფასებს. გოგისვანიძის შეფასებით, ქუთაისში არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდა.
“სახელისუფლებო კანდიდატს, კლასიკური გაგებით, რაცაა წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. წინასაარჩევნო კამპანია, ბრჭყალებში რათქმაუნდა, ქუთაისში აწარმოა სუს-მა. ხელისუფლების ადმინისტრაციულმა რესურსმა, ბაღის გამგეებმა, სხვა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც თავიანთი ახლობლების, მეგობრების სიებით დადიოდნენ”,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ამბობს, რომ 12 პროცენტი , რაც ქალაქის მასშტაბით მიიღეს, ახლად შექმნილი პარტიისთვის, ცუდი არ არის და “ევროპული საქართველო” მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადება.