“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა
გოგი წულაიამ არჩევნების შედეგი გააპროტესტა. წულაიამ ამორჩეველთა რაოდენობის საეჭვო მატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 17 საათისათვის ამომრჩევლების რაოდენობა 42 ათასამდე იყო, ხოლო სამ საათში მაჩვენებელმა 54 ათასს მიაღწია.
წულაიამ პარტიული სიის შედეგებიც გააპროტესტა და განაცხადა, რომ შეუძლებელია პარტიას ასეთი დაბალი შედეგი ეჩვენებინა, როცა თავად კანდიდატს 8 პროცენტამდე ჰქონდა.
“სუსის დავალებით, მე ვარ პერსონა ნონ გრატა. ერთადერთი ვარ, რომელიც არც ერთ მთავრობას არ შეკვრია. მე არ ვუნდოდი ხელისუფლებას საკრებულოში, რადგან მათ ამ ქალაქის განადგურების საშუალებას არ მივცემდი,”- განაცხადა წულაიამ.
მერობის კანდიდატი საპროტესტო აქციებს არ აანონსებს, რადგან თვლის, რომ მოსახლეობა მზად არ არის.