“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომელშიც პარტიათა შემოწირულობებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ არსებულ დისბალანსთან ერთად, ასევე ასახულია შემომწირველთა სტრუქტურა და გამარტივებულ შესყიდვებში მათი მონაწილეობის ფაქტები.
“სახემწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე კვალიფიციურმა სააღცევნო სიუბიექტებმა და ალექსანდრე ელისაშვილმა მთლიანობაში 10 319 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მოიზიდეს, საიდანაც 8 274 776 (80%) ლარი 643 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 2 044 143 – 32 იურიდიული პირის მიერ.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი 9 553 178 (93%) ლარი მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” (შემდგომში ქართული ოცნება”) , შემდეგ მოდის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის” 609 969 ლარით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 46 261 ლარი, “პატრიოტთა ალიანსი” – 28 187 და ალექსანდრე ელისაშვილი 20 241 ლარი.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება 16-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ “ევროპული საქართველოს” შემოწირულებას და 12-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე”, – წერია კვლევაში.