“დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძული თვითნებურად მოანგრია.
წულაიას განცხადებით, უსაფრთხოების კუნძული არასწორადაა გაკეთებული, რაც ავარიების რაოდენობას ზრდის.
მერობის კანდიდატმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, ადგილზე არც ერთი ეკიპაჟი არ მისულა.