ქუთაისში გასართობი ჰაბი გაიხსნება, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ოთხ სივრცეს აერთიანებს.
პროექტს “Lე გარაგე გროუპ” ახორციელებს. ჰაბი თამარ მეფის #40-ში, ე.წ ლომებიანი სახლის შენობაში განთავსდა, რომლის დირექტორიც ლალი მოროშკინაა.
“შენობა იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია, ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს მოვერიდეთ. ჰაბი 4 ძირითად სივრცეს მოიცავს. ეს იქნება გალერეა, ყინულის ბარი, სივრცე პრივატული საღამოებისთვის, დიდი ადგილი ეთმობა ღამის კლუბს. კლასიკურ დარბაზში კი ქართველი მომღერლები იმღერებენ,”-განაცხადა მოროშკინამ.
მოროშკინას თქმით, ჰაბში ორმოცდაათამდე ადგილობრივი დასაქმდება.
გასართობი სივრცე ოფიციალურად 21 ოქტომბერს გაიხსნება, სადაც ქართველ ვარსკვლავებთან ერთად უკრაინელი დიჯეი დაუკრავს.