,,დღეს ვაპირებთ, რომ იმ ბანერზე, სადაც კერძო კომპანიის რეკლამაა განთავსებული,
ჩვენი პლაკატები გადავაკრათ,”-განცხადებას “გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს” ძელქვიანის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ანა გაბუნია და ვაკე-სულხან საბას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ ცხადაძე ავრცელებენ.
,,2017 წლის 22 აპრილს ქუთაისის საკრებულომ გამოსცა განკარგულება იმის შესახებ, თუ სად შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის გაკვრა. ათი ასეთი ადგილიდან ერთ-ერთი თაბუკაშვილის ქუჩაა. ადგილზე განთავსებულ სტენდზე კი კერძო კომპანიის რეკლამაა,”-აცხადებენ პარტიაში.
გაბუნიას განმარტებით, პარტიამ ქუთაისის მერიას ჟურნალისტების დახმარებით მიმართა. ძელქვიანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მერიაში განაცხადებს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
“ახალი საქართველოს” განცხადების პასუხად ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კერძო კომპანია უკვე გაფრთხილებულია და სარეკლამო ბანერის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში მას ჯარიმა დაეკისრება.