ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმაართველობის, 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ქალებს, მანდატები გადასცა. ოსეფაიშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებში გენდერის თვალსაზრისით მდგომაროება 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. წელს პარტიულ სიებში 308 კანდიდატიდან 116 ქალია. პირველ ათეულებში 55 ქალია. ასევე, 25 ქალი მაჟორიტარობის კანდიდატია. ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი ყავს “შენების მოძრაობას” , მათი რაოდენობა 17-ია. მას მოსდევს “ნაციონალური მოძრაობა” 12 კანდიდატით. 11 კანდიდატი ყავს ” მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს”. 10 ქალი კანდიდატია “ევროპული საქართველოს” სიებში. 9 ქალია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” სიაში. ყველაზე ცოტა 2 ქალია რეგისტრირებული “სოციალისტური საქართველო-კომუნისტებში”.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, ყველაზე მეტი 7 ქალი მაჟორიტარი ყავთ “მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს”. არცერთი ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას” და “მემარცხენე ალიანსს”.
როგორც # 59-ე საოლქო-საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვანია. ქალბატონებს კარგად შეუძლიათ გამოძებნონ კომუნიკაციის საშუალებები, კომპრომისზე წასვლა, რაც მამაკაცებს ნაკლებად ახასიათებთ.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კაც კანდიდატებს მოწმობები, მისამართების მიხედვით გადაეგზავნათ.