ქუთაისში მერობის კანდიდატებს არჩევნებში
მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ. საოლქო საააღცევნო კომისიამ მერობის მსურველი 10 კანდიდატი დაარეგისტრირა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებთ, მანდატების გადაცემის შემდეგ, კანდიდატებს შეუძლიათ სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და სხვა პროცესები, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.
მერობის მსურველთა ჩამონათვალი ასეთია:
შენების მოძრაობა–ალუდა გოგლიჩიძე
საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო”–ზვიად ბაღდავაძე
პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი–გრიგოლ ბახტაძე
საქართველოს ლეიბორისტული პარტია–შალვა ნათელაშვილი–სამსონ გუგავა
ქართული ოცნება–გიორგი ჭიღვარია
ახალი ქრისტიან–დემოკრატები –გიორგი გოგელაშვილი
საარჩევნო ბლოკი ენმ–გრიგოლ ვაშაძე
საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”– გიორგი წულაია
საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” – დავით გოგისვანიძე
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – აკაკი ლოლომაძე.