“ჩვენ ვართ ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროთ”
განაცხადა დღეს ქუთაისში, ““საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი”-ს მერობის კანდიდატების წარდგენისას, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა. მისი განცხადებით, ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებისთვის იბრძვის, სწორედ
საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”. “დღეს პრობლემები გვაქვს განათლების, ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში. მმართველი გუნდი კი არაფერს აკეთებს მათ გამოსასწორებლად. დამისახელეთ ერთ-ერთი მოგვარებული და გადაჭრილი საკითხი, რომელსაც ისინი გვპირდებოდნენ და შეასრულეს. საქართველოში მცხოვრები ადამიანების დიდ უმრავლესობას ბანსკის ვალები აქვთ და სესხებში იხრჩობიან, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს ბანკებთან ურთიერთობის დაბალანსების და სასესხო დაბალი პროცენტის პოლიტიკა, ამის მაგივრად ბანკირებს წამახალსებელ ნორმებს უწესებენ. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანებმა არ იგრძნონ თავი ამ ქვეყანაში დამცირებულებად, ჩვენი გუნდი უნდა აირჩიოთ.”-განაცხადა დავით თარხან მოურავმა.
პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრები წარადგინა:
ქუთაისის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – გრიგოლ ბახტაძე.
ზესტაფონის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – გიგა გაბრიჭიძე.
თერჯოლის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – ხვიჩა წკეპლაძე.
ჭიათურის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – ამირან მაჩიტაძე.
საჩხერის სიის პირველი ნომერი – კახა ჭიტაძე.
ტყიბულის მერობის კანდიდატი – გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი – ზვიად ჩიხლაძე.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი – გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი – ბესიკ ცქიფურიშვილი.
ბაღდათის სიის პირველი ნომერი – როლანდ გაჩეჩილაძე.
წყალტუბოს მერობის კანდიდატი – ირაკლი გველესიანი და სიის პირველი ნომერი – ზვიად ჩიხლაძე.
ვანის მერობის კანდიდატი – გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი – გოგიტა ხურციძე.
ხონის სიის პირველი ნომერი იქნება – ირაკლი დოჭვირი.
სამტრედიის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – კამო კანდელაკი