საკრებულოში მოხვდება ის ვინც გაიმარჯვებს
ან სხვებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს – “ევროპული საქართველო” პარტიულ სიას ახლებურად შეადგენს. ამის შესახებ დღეს პარტიის წევრებმა ქუთაისში, მესხიშილის თეატრის წინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომელსაც პარტიის ადგილობრივ წევრებთან და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან ერთად გიგა ბოკერიაც ესწრებოდა.
“მივმართავთ პარტიული სიის ფორმულირების ღია წესს, რომელიც ამომრჩევლის მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული. პირველი ნომრის შემდეგ სია პირობითია. საკრებულოში მოხვდება ის ვინც გაიმარჯვებს ან სხვებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თითოული ჩვენგანი უკეთესი შედეგის მქონე მაჟორიტარობის კანდიდატს დაუთმობს ადგილს. უკეთესი შედეგის კრიტერიუმები პარტიული ხმების რაოდენობა და მიღებული პროცენტია.
გვჯერა რომ ასეთი წესი ხელს შეუწყობს პარტიის ღიაობას, ჯანსაღ კონკურენციასა და პარტიის მხრიდან ამომრჩევლის აქტიური ჩართვის უზრუნველყოფას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განახადეს პრეზენტაციისას “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა.