წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი
ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეების წინაშე წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. ანგარიში მოიცავდა რამდენიმე საკითხს – დეპუტატის ბიუროს მუშაობა, საპარლამენტო საქმიანობა – კანონშემოქმედება, წყალტუბოს განვითარების სტრატეგია. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მას ადგილობრივები ყველაზე ხშირად სოციალური და ჯანდაცვის პრობლემებით მიმართავდნენ.
“ასობით შეხვედრა ჩატარდა დეპუტატის ბიუროში. შემოდის წერილობით თხოვნები, რომლებსაც ვამისამართებთ, შუამდგომლობას ვუწევთ და უმეტესი მათგანი დაკმაყოფილებულია. ძირითადად ეს არის სოციალური საკითხები, ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები და ჯანდაცვის სამინისტროსთან მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ. ამავდროულად არის ძალიან საინტერესო იდეები, რომელიც წყალტუბოს გამოადგება”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.