“თუ “ქართული ოცნება” ქუთაისის
მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარიას დაასახელებს გვერდით დავუდგებით”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა წევრმა დავით წიტაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. მან და ოპოზიციული პარტიის სხვა წევრებმა ქუთაიში “დემოკრატიული მოძრაობა დატოვეს.
“თუ ქუთაისში მერობის კანდიდატადად “ქართული ოცნება” დაასახლებს გიორგი ჭიღვარიას მას დავუდგებით გვერდით. ეს რამდენიმე ფაქტორის გამო – მედა ბატონი გიორგი ერთად ვმუშაობთ უნივერსიტეტში და ის არის ძალიან განათლებული ადამიანი, რაც ჩემთვის ღირებულებაა. არის ჩვენი თანაქალაქელი, უყვარს ქუთაისი”, – განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” სხვას დაასახლებს კანდიდატად, მაშინ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.