“დემოკრატიული საქართველო” ქუთაისის ორგანიზაციის

წევრებმა დატოვეს. ამის შესახებ განცხადება დღეს ორგანიზაციის ლიდერმა ქუთაისში დავით წიტაიშვილმა გაკეთა. მისი თქმით “დემოკრატიული მოძრაობისა”” და “თავისუფალი საქართველოს” ერთ სააღცევნო ბლოკად გაერთიანებასთან დაკავშირებით ქუთასში მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. “ჩემთვის მტავარია ყოველთვის, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე მე და ჩემი გუნდი ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვეწინააღმდეგებით ამ გაერთიანებას და ვტოვებთ “დემოკრატიულ მოძრაობას” ” ,- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდება, თუ არა “დემოკრატიული მოძრაობის” წევრების გადაწყვეტილება მერობს შესაძლო კანდიდატად “თავისუფალი საქართველოდან” გოგი წულაის დასახელებას, წიტაიშვილი ამბობს: “როცა გაერთიანება მიდის აკადემიზმიდან კარიკატურიზმისაკენ, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პიროვნულ ფაქტორს გამოვრიცხვთ. ეს არ არის ის გაერთიანება, რომელიც მისაღებია.”

მას არ დაუსახელებია კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენმა დატოვა პარტია. თუმცა ამბობს, რომ ეს რაოდენობა ქუთაისის ორგანიზაციის ბირთვის შეადგენს. მისივე თქმით, მას პარტიის დატოვების შესახებ საუბარი არ ჰქონია “დემოკრატიული საქართველოს” თამვჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა განაცხადა რომ ცენტრალურ ოფისში ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *