დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნა და 2015-2017 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ასევე, განიხილა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების საკითხი. დღესვე, სხდომაზე ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული მომსახურების კანონსა და საარჩევნო კოდექსით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მიხედვით კულტურის სტრატეგიისა 2018 წლის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმებისა და ადგილობრივ ბიუჯეტში ამავე, წელს გასათვალისწინებელი მუნიციპალური, რეგიონული და საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების შესახებაც იმსჯელეს.
შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა რეგიონალური სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. სხდომა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ხელმძღვანელობით გაიმართა და მას გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.