ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა.
გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულო სხდომაზე იქნა მიღებული.
უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ლაშა გვენეტაძის დაპატიმრება გახდა. მას მაისში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
შეგახსენებთ, რომ ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს. გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.