ხვალ 11 საათზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ორგანიზებით ქუთაისის მერიის წინ
ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას გააპროტესტებენ.
გოგი წულაიამ ქუთაისის მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“თბილისში არ გააძვირეს ტარიფი ისე, როგორც ქუთაისში და სხვა რაიონებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ თბილისში ხალხის გამოსვლების ეშინიათ. დანარჩენი საქართველო კი ჩათვალეს დაბალ ღობედ. მოსახლეობა ამ მატებას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იგრძნობს, ამიტომ მოვუწოდებ ქუთაისელებს მოვიდნენ ხვალ აქციაზე დაიცვან თავისი ღირსება, გააპროტესტონ ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა. მივმართავ ხელისუფლებას შეჩერდით ნუ მოუწყობთ ქართველ ხალხს გენოციდს .”-განაცხადა გოგი წულაიამ.