ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით იგი მომავალი კვირიდან უბნების მიხედვით
მოქალაქეებს ანგარიშს წარუდგენს.
შოთა მურღულიას განცხადებით მისი მთავარი ამოცანა პოლიტიკური სტაბილურობა იყო.
“მე მგონია, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთე,მთავარი ამოცანა ჩემთვის იყო, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მომეტანა და ვთვლი, რომ შევასრულე. შემიძლია შევედავო ყველას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება შემოვიდა, ISO სერტიფიცირებით საერთაშორისო აღიარება მივიღე და მგონია, რომ ჩემი მისია შევასრულე”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
იქნება თუ არა შოთა მურღულია ისევ ქუთაისის მერობის კანდიდატად ამ თემასთან დაკავშირებით, მურღულიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არის და კონსულტაციები მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება თუ როდის დაასახელებს “ქართული ოცნება” მერობის კანდიდატს, მურღულიამ განმარტა, რომ ეს სექტემბერში იქნება.