“თუ ქუთაისს მივცემთ შესაძლებლობას ფართედ
გაშალოს ეკონომიკური, კულტურული პოტენციალი, ქუთაისელებიც ადვილად დაემშვიდობებიან პარლამენტს, როგორც თბილისელები”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით ქალაქი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ტურისტული ჰაბი.
“არაერთი დისკუსია მქონდა ქუთაისში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქუთაისი, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ქუთაისს საერთოდ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ტურისტული ჰაბი. გეოგრაფიული ცენტრია, აქვს არაჩვეულებრივი აეროპორტი. თუ ჩვენ ქუთაისს მივცემთ შესაძლებლობას ფართედ გაშალოს ეკონომიკური კულტურული პოტენციალი, ადვილად დაემშვიდობებიან პარლამენტს, ქუთაისელებიც ისევე ადვილად დაემშვიდობებიან პარლამენტს, ისევე როგორც თბილისელებს არ დაგვწყვეტია გული მაინცდამაინც პარლამენტის ქუთაისში გადმოტანაზე”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.