თემურ ცამციშვილიმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა,
რომლის მიხედვით მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ მას 5 800 ლარის გადახდა დააკისრა.
“დღეს მე გავასაჩივრე მოსამართლე მანანა ნიკაჭაძის უნამუსო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომელმაც ქუთაისის მერიის წერილის საფუძველზე 6000 ლარი დამაკისრა, არ გაითვალისწინა, თუნდაც ის, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუნდაც ისიც, რომ ერთხელ გადავიხადე ეს თანხა, არც ის გაითვალისწინეს, რომ შპს რომელსაც თანხის მითვისებას ედავებოდნენ, ის ამ თანხას ანაზღაურებს,”-განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
თემურ ცამციშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიად გადაწყვეტილებას გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ, თემურ ცამციშვილი, 6000 ლარით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, თანხების გაფლანგვის ბრალდების გამო დააჯარიმა.