ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოხდა ევროკავშირის
ახალი ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” კლუბში გაწევრიანების შეთანხმების ხელმოეწერა.
ევროკავშირის ახალი ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” დაიწყო 2017 წლის იანვარში და გრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა რათა მოხდეს ბიზნეს გარემოს გააუმჯობესება, შეიქმნას პირობები კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკისა და სამუშო ადგილების ზრდისთვის.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ თვითმმართველობის აღიარებისათვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თვითმმართველობა ცდილობს, მსოფლიო მასშტაბის აღიარებები მიიღოს. ერთერთი ასეთი იყო როდესაც “ISO” სერტიფიკატი მივიღეთ და მეორე კი დღევანდელი დღე,”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
“მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, სამდივნო პროექტის ხელმძღვანელი პიტერ კორსბი აცხადებს, რომ ქალაქის მერია და მოქალაქეებიც ქალაქის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა ისწრაფოდნენ.
“მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მერია და მოქალაქეებიც ქალაქის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა ისწრაფოდნენ. მე დანიიდან ვარ და ჩვენთან მერი იტყოდა, რომ მიუხედავად სხვა ბევრი დავალებისა მისთვის მთავარია ქალაქის ეკონომიკური განვითარება,”-განაცხადა პიტერ კორსბიმ.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით. დაინტერესებულ მხარეებს პროექტი სთავაზობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სხვადასხვა ინფორმაციას, ტრეინინგებსა და ექსპერტულ დახმარებას საჭიროების მიხედვით.