არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალი და არჩევანის თავისუფლება” ხელმძღვანელმა, ლია გვენეტაძემ
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გეგმავს პარლამენტის წინაშე წარადგინოს ინიციატივა, თუ კი საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მატი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვალოს.
“მოსახლეობის ნახევარი თუ კი არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ასეთი არჩევნები არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად. ჩვენ ვფიქრობთ თუ რატომ არ მოდის მოსახლეობა არჩევნებზე ეს არის მათი უნდობლობა იმ კანდიდატების მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა პარტიები არჩევნებში წარმოადგენენ. საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ იგი ვალდებულია მივიდეს არჩევნებზე,”-განაცხადა ლია გვენეტაძემ.