საკონსტიტუციო ცვლილებების
ერთ-ერთი ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ეხება. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა. “ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ლოგიკიდან მსჯელობის საფუძველი, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის უმჯობესია, რომ წმინდა საპარალამენტო რესპუბლიკის მოდელში პრეზიდენტი არ იყოს პირდაპირი წესით არჩეული. ეს არის ლეგიტიმური გამოცდილება, რომელსაც წარმატება მოაქვს ქვეყნებისათვის და საუბარია განვითარებულ ქვეყნებზე. არსებობს ლოგიკა, რომელიც განხილვას ექვემდებარება, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ შესაძლოა მომავალი არჩევნები ჩატარდეს პირდაპირი წესით. ორივე შემთხვევაში ეს სამსჯელო თემაა და ჩვენ მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას გამოადგება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.