ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ ქუთაისში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ “ქუთაისის პარლამენტი არსად მიდის” და რომ კონსტიტუციიდან სიტყვის ამოღება პარლამენტის გადატანას არ ნიშნავს: “ქუთაისი არის საპარალამენტო ქალაქი, კონსტიტუციის იმ პროექტში, რომელიც ჩვენ დღეს წარვუდგინეთ საზოგადოებას არ წერია პარლამენტია ადგილსამყოფელი ისევე როგორ სხვა ინსტიტუციების ადგილსამყოფელი, როგორც ეს ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყნების კონსტიტუციაში. არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეწერება თუ არა კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი. ქუთაისიდან არავის გადააქვს პარლამენტი. სიტყვის ამოღება არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ხვალ თბილისში უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო მუშაობა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.