პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი გოგი წულაია ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქუთაისზე, როგორც საპარლამენტო ქალაქზე და აღნიშნავს, რომ ქალაქის გადარჩენის ერთადერთი გზა პარლამენტის ქუთაისში ყოფნა და ფუნქციონირებაა: “ახსნა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან იმიტომ უნდა გადავიდეს, რომ ხარჯებია დიდი, ეს არის უზნეობა. რადგან ახლა ხანს გამოქვეყნდა დედამიწას შემოუვლის 5-ჯერ იმდენს ბენზინს წვავენ არაფერში ჩვენი დეპუტატები. წამყვან დეპუტატებს აქვთ ნათქვამი, რომ ქუთაისში თურმე წყალი არ არის და ამიტომ უნდა გადავიდნენ. ესე იგი ხელისუფლება გვეუბნება, ჩვენ დისკომფორტში ვართ მანდ და ამიტომ უნდა გადავიდეთ. ესაა შეურაცხყოფა ამ ქალაქის, მთელი ქვეყნის. ქუთაისის გადარჩენა და ფუნქცია სხვა არაფერი არ არის. ყველაფერი, საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება ის თუ სხვა რამ არის ზღაპარი”, – აცხადებს გოგი წულაია.
იგი მოუწოდებს მოქალაქეებს ხვალ მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბონ და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება. ხვალ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს.