გავრცელებული ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისია
რეგიონებში გასვლით სხდომებს 5-დან 15 მაისის ჩათვლით გამართავს. განხილვები ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში, 5 მაისს მესხიშვილის თეატრში გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კი 15 მაისს თბილისში დასრულდება.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სახალხო განხილვების 9 კაციანი საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. მის შემადგენლობაში პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები შედიან.
განხილვები დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება და შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნება.