პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურისა და ეკონომიკის სამსახურების მიერ
2016 წელს განხორციელებული პროექტები.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით 2015 წელთან შედარებით 12 000 ლარით არის გაზრდილი მოსაკრებელი გარევაჭრობიდან, რამაც 2016 წელს 90 000 ლარი შეადგინა. ჭეიშვილის განცხადებით იგი სამსახურის მუშაობით კმაყოფილია.
ეკონომიკის სამსახურის უფროსის თქმით გასულ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 2015 წელთან შედარებით 700 000 ლარით არის შემცირებული.
“ეს კლება გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდით იყო გამოწვეული. ცხადია, ინვესტორს ასეთ დროს არ სურს მსხვილი ინვესტიციის ჩადება ქალაქში. თუმცა, ამას ბიუჯეტისთვის რეალური ზიანი არ მოუტანია,”-განაცხადა პაატა კდიაშვილმა.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ანგარიშის წარდგენის შემდეგ შენიშვნები არ გამოუთქვამთ.