ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თავის მხარდამჭერებთან ერთად
, დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს. “ნუ გვისმენთ!”, “ასინეთა ბიძინა” ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა გააპროტესტეს.
“ეს არ არის ქვეყნის უსაფრთოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის შექმნილი კანონი, ეს არის ერთი ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნისათვის შექმნილი კანონი. არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ნებას მოარგოს,”-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ.
აქციას ასევე პარლამენტის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი და მარიამ ბოკუჩავა შეუერთდნენ.
“გარდა იმისა, რომ მეტს მოგვისმენენ და ამას ჩვენი ჯიბიდან დააფინანსებენ, ერევიან ბიზნესის საქმინობაში. ნებისმიერ კამერას, რომელიც აქ დგას, ჩემს ტელეფონსაც კი, შეიძლება, მოსმების საშუალება ჰქონდეს. ყველაფრის ლიცენზირება იწყება. ბიზნესს ანადგურებენ, ქვეყანაში ადამიანებისა და ბიზნესის ტოტალური კონტროლი იწყება, რასაც ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის მეშვეობით განახორციელებს”-განაცხადა რომან გოცირიძემ.