ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
, რომ საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების 20 თეთრით გაზრდას იგეგმება. შუშანიას თქმით ქუთაისის მერიამ უნდა შეამციროს პრემიებისთვის გაცემული თანხა, რომელმაც მისი თქმით, გასულ წელს 800 000 ლარი შეადგინა და დაზოგილი თანხით გადამზიდავ კომპანიებს გეგმიური თანხის რაოდენობა შეუმციროს.
“ჩვენ მძღოლებისგან მივიღეთ ინფორმაცისა იმის შესახებ, რომ მგზვარობის ფასი იზრდება, რაც მძიმედ დააწვება მოსახლეობას. მინდა ქალაქის მერს ვურჩიო, რომ უნდა შეამციროს პრემიებისთვის გაცემული თანხა, რომელმაც გასულ წელს 800 000 ლარი შეადგინა და დაზოგილი თანხით გადამზიდავ კომპანიებს გეგმიური თანხის რაოდენობა შეუმციროს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიის ,,სატრანსპორტო სამსახურის” უფროსი, ირაკლი ცხვედიანი აღნიშნულ ბრალდებას “ნაციონალური მოძრაობის” პიარ კამპანიის ნაწილს უწოდებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება.
“რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ მიიღოს მეტი მოგება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჯდება მათი ეს მოთხოვნა ნორმაში. “ნაციონალური მოძრაობის” ეს განცხადება პიარის მორიგი ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანას. ვაცხადებ, რომ უახლოეს მომავალში ტარიფის გაზრდა არ იგეგმება,”-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.