ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის, “ქალი და არჩევანის თავისუფალება” წარმომადგენელმა ლია გვენეტაძემ
ბრიფინგი გამართა. ლია გვენეტაძემ აცხდებს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში იმდენი ადამიანი დაიღუპა მკვლელობით, რამდენიც საქართველოს ისტორიას ორი საუკუნის მანძილზეც კი არ ახსოვს.
“ხომ არ ავჩქარდით როცა სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ? რადგან ჩვენ მოგვიკლეს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები საზოგადო მოღვაწეები და ახლა ჯერი პატრიარქზე მიდგა. ამ წლების მანძილზე მომხდარი მკვლელობების უმეტესობა სათანადოდ არ გამოძიებულა, არ დასჯილან მკვლელები და შემკვეთები. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც მოქმედებს კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებს სიკვდილით სჯის. ვფიქრობ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა და კანონის გამკაცრება,”- განაცხადა ლია გვენეტაძემ.