პოლიტიკა
სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის პრობლემა აღმოფხვრილია
სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის
მილების მოწყობის სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარის ბიურო ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში 139 ოჯახს დაუმონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და მილების ქსელი. თითოეულ მათგანს თვის ბოლოდან სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვილიშორში მოსახლეობასთან საუბრისას მთავარი თემა სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრა იყო. ამ დრომდე ყურადღებით ვაკვირდებოდი მიმდინარე სამუშაოებს და თებერვლის ბოლოდან 139 ოჯახს აღარ ექნება სასმელი წყლის პრობლემა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოებზე დასაქმებული იყვნენ ადგილობრივებიც. ვაპირებ, რომ ასეც გავაგრძელო და თითოეული დანაპირები ბოლომდე მივიყვანო" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვილიშორის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში პრობლემური იყო სასმელი წყლის მიღება. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც სოფლის მოსახლეობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვდა.

სოფელ ქვილიშორში აღნიშნული პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს "დათო და კომპანია" 315 000 ლარად ასრულებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 9 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019