პარლამენტის საგაზაფხულო
სესია ბიურო სხდომით გაიხსნება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატები სესიაზე იმსჯელებენ, საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
ოპოზიცია მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, თუმცა მხარს არ უჭერს ე.წ. ფარული მოსმენების საკანონმდებლო პაკეტს და უმრავლესობის მიერ შემუშავებულ მოდელს. საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მსჯელობის საგანი იქნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს განსაზღვრავს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, პარლამენტში დეპუტატების წინაშე პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს. პრეზიდენტის მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.