რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კენჭისყრა
ევროპარლამენტში, სადაც ევროპარლამენტართა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. დოკუმენტს ხელი 1 მარტს მოეწერება და 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება. საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის შენგენის ზონისა და ასპირანტ ქვეყნებში მოგზაურობისთვის 90 დღე მიეცემათ უვიზოდ გადასაადგილებლად.