ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
. ექსპერტების მუშაობის გამო პარტიის ოფისი “გირჩის” ყველა წევრს დაატოვებინეს. საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ესწრებიან.
როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ამჟამად ექსპრეტების დასადგენი მხოლოდ ის არის ნამდვილად არის თუ არა ქოთნებში მარიხუანა. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც მოცემულ სიტუაციაში შეუსაბამოა.
“დაახლოებით 12.00 საათზე შს სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ოფისში. მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, პარტიის ოფისში დაახლოებით 80-ე მეტი მარიხუანას ქოთანია.