პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე
20 იანვრის ყრილობაზე დასასწრები დელეგატების შერჩევასთან დაკავშირებით კომენტარს რადიო “ძველ ქალაქთან” აკეთებს. ბრეგაძის თქმით რეგისტრაცია 152-მა ადამიანმა გაიარა.
“შეხვედრდას ასევე ესწრებოდნენ პარტიის კორდინატორები, ზოგი მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ არიან, თუმცა პარტიის ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულები, კონფერენციაზე რეგისტრაცია 152-მა ადამიანმა გაიარა, საერთო გადაწყველებით და ხმათა უმრავლესობით კი 20-იანვრის ყრილობაზე წასასვლელად 300-მდე ადამიანი შეირჩა,”-აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.
ბესიკ ბრეგაძემ ასევე შიდაპარტიულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, ბრეგაძის განმარტებით პარტიის დაშლა გამორიცხულია და ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობის მიღებაში ვერავინ შეეწინააღმდეგება.