პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღავანელი
გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ 20 იანვრის ყრილობა წესებს უხეშად არღვევს და განმარტავს, რომ აღნიშნული ყრილობა საერთო გადაწყვეტილებას არ ეფუძნება.
“მიმაჩნია, რომ 20 იანვრის ყრილობა ეს არის ის ყრილობა, რომელიც წესებს არღვევს უხეშად, ბუნებრივია, როგორც წესებით მოთამაშე ადამიანი, პოლიტიკოსი ჩემი მეგობრების გარკვეულ ნაწილთან ერთად ვემიჯნები აი ამ უხეში წესების დარღვევას და არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო,”-განაცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძემ ასევე განაცხადა, რომ 20 იანვრის ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით ქუთაისის ორგანიზაციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
“რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვაობა არის, რადგან რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი არსებობს, მაგრამ ქუთაისის ორგანიზაციაში ჯერჯერობით ვახერხებთ, რომ ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ,”-აცხადებს თევდორაძე.