2017 წლის ბიუჯეტმა 51572 800 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის დამტიცებას საკრებულოს სხდომაზე 24 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. პროექტს 16 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო.
“დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მეტი არის ახლანდელი ბიუჯეტი, ვიდრე წელს. რა თქმა უნდა წლის მანძილზე ბიუჯეტში ცვლილება მოხდება და გაიზრდება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია რაც კი თვითმმართველობას დაუმტკიცებია,”- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.