გოგი წულაია ქუთაისში, სასტუმრო “თბილისთან”,

ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაობის შედეგებით უკმაყოფილოა. წულაიას თქმით, კომპანია სამუშაოებს ხარისხიანად ვერ ასრულებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება. იგი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს: “დაასრულეს უკვე გზა. დამთავრებული იყო თითქოს წყლის გაყვანა, მაგრამ გაფუჭდა წყლის მილები ისევ და მეორე, მესამე დღეა წყალი იქცევა. ამ დილით მოვიდნენ და ხელახლა გათხარეს გზა. მინდა შეკითხვა დავუსვა ხელისუფლებას: საბოლოოდ, როდესმე, რომელიმე მაღალჩინოსანმა პასუხი რაღაცაზე ხომ უნდა აგოს? ამას თურქული კომპანია აკეთებს და ასე თუ უნდა ეჩიჩქნათ, ქართველები ვერ დავჩიჩქნიდით? ქართველი უკეთესად გააკეთებდა და პასუხსაც უფრო მოვთხოვდით. ამათ ვერ უბედავენ თუ რა არის არ ვიცი. ვინმემ პასუხი უნდა აგოს იმ ტანჯვისთვის, რა ტანჯვაც მიაყენეს ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს” – აცხადებს გოგი წულაია.

რადიო “ძველი ქალაქი” შეეცადა კომპანია „SMK“-ს ხელმძღვანელს გასაუბრებოდა. როგორც ხელმძღვანელის თარჯიმანმა განგვიმარტა, ხელმძღვანელი ამჟამად ქალაქში არ იმყოფება და ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ხვალ მოგვაწვდის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *