მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა
დღეს გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო პრესკონფერენია გაიმართება 2 საათზე. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.
ცნობილია, რომ პარლამენტიდან სამთავრობო გუნდში დაბრუნდება კახა კალაძე, ისევ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. ეკონომიკის მინისტრი კი გიორგი გახარია გახდება. რაც შეეხება ფინანსტა მინისტრს, ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ აღარ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. გავრცელებული ინფომრაციით, ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურში გადადის.