მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარე
, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა. ინაშვილის თქმით, აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალოს.
“არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.