“ქართული ოცნების” წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. ქუცნაშვილის შეფასებით, პატივი უნდა ვცეთ მილიონობით ქართველს, რომელიც “დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა”.
“საქართველოს დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი? კონსტიტუციაში არ წერია, რომ დედაქალაქი არის სხვა ქალაქი. პატივი ვცეთ ათეულობით და მილიონობით იმ ადამიანს, ვინც დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა. დავით აღმაშენებელი რისთვისაც იბრძოდა ამას ვცეთ პატივი ბოლოს და ბოლოს, თუმცა ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხი. ვფიქრობ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა,