პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა
პარლამენტის სხდომის გახნისას, სტიყვით გამოსვლის დროს, პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკური პარტიებისა და საპარლამენტო დეპუტაციას თანამშრომლობის შესახებ საუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება. გიორგი მარგველაშვილმა მათ კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. “სამწუხაროდ პარლამენტის გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა , რომელთა ნაწილში სამწუხაროდ დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობა გააჩინა . თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა. პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით – იწყება. არჩვენების შემდეგ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისათვის. სწორედ სახელმწიფოსა და მოქალქეების ინტერსების გათვალისწინებით მე-9 მოწვევის პარლემნტის მთელ დეპუტაციას დღეს მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესბიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.