ხმაური 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირების საკითხის განიხილვას მოჰყვა.
სხდომაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ სოციალურ პროგრამებს თანხები მოაკლო და სპორტის სფეროს დაფინანსებას მოახმარა.
“აღმოჩნდა, რომ პრიორიტეტული არ იყო მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სპორტის სფერო დააფინანსეს, მაშინ როდესაც სპორტს დაფინანსება ისედაც მრავლად აქვს, გამომდინარე აქედან მიჩნდება ეჭვი, რომ ზუსტად ეს სპორტსმენები არიან საარჩევნოდ გამოყენებულები. დიახ, ახლა “ქართულ ოცნებას” აქვს ვალდებულება და ამ ვალდებულებას ასრულებს,”-განაცხადა ნატო ქათამაძემ
ნატო ქათამაძის ამ რეპლიკას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა.
“ნატო ქათამაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის საზოგადოებას სრულ დემაგოგიას და ტყუილს აწვდის საზოგადოებას და ეს არჩევნებმაც აჩვენა. მე ნატო ქათამაძეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არჩევნების შემდეგ გამოჩნება გიჯერებს თუ არა საზოგადოება. არამგონია, რომ ვინმე უსმენდეს მას,”- განაცხადა შოთა მურღულიამ.