მე-9 მოწვევის პარლამენტში, ქუთაისს პარტია” ქართული ოცნებიდან” სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
ქუთაისის #47-ე ოლქი: გენადი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 69,25% აიღო (11313 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ 30,75% (5023 ხმა)
#48-ე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა დიმიტრი მხეიძემ – „ქართული ოცნება”, 75,28% (11727 ხმა).
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ ამომრჩეველთა ხმების 24,72% მიიღო (3851 ხმა)
#49-ე საარჩევნო ოლქი: აქაც „ქართული ოცნების“ კანიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა გაიმარჯვა – 67, 33% (11813 ხმა), გიორგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ამომრჩეველთა ხმების 32,67% (5733 ხმა) მიიღო.