სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა “თაობათა დიალოგი” 20 საათისთვის

მონაცემები გამოაქვეყნა. “ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნები ზუსტდ 20:00 საათზე პროცედურების დაცვით დაიხურა და მალე ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.
დღის მანძილზე ყველა იმ უბანში, რომელსაც “თაობათა დიალოგი” აკვირდებოდა, იყო მშვიდი, წყნარი და მოწესრიგებული გარემო. არცერთი უბანი არ გამოირჩეოდა ამომრჩევლის აქტიურობით. დღის მანძილზე საათში საშუალოდ თითოეულ უბანზე 10-50 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა”, – განაცხადა გვანცა თოთაძემ.
20;00 საათისთვის გთავაზობთიმ ხუთი 5 უბნის მონაცემებს, რომელსაც “თაობათა დიალოგი” აკვირდებოდა.
– 40-ე უბანზე დარეგისტრირებული 1527 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 491-მა პირმა;
– 52-ე უბანზე 628-დან 184-მა დააფიქსირა პოზიცია;
– 58-ე უბანზე 1465-დან ხმა მისცა 425-მა ადამიანმა;
– 59-ე უბანზე 1464-დან 386-ი ადამიანი მივიდა არჩევნებზე;
– 118-ე უბანზე კი 846-დან 292-მა დააფიქსირა პოზიცია.
“თაობათა დიალოგის” დამკვირვებლები ამ დრომდე უბნებზე რჩებიან და მესამე ეტაპსაც, რასაც ხმის დათვლის პროცედურა ჰქვია, დააკვირდებიან”, – აღნიშნა ორგანიოზაციის გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თაობათა დიალოგი” 48-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება არჩევნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *