ქუთაისში 62-ე საარჩევნო უბანზე
მისულ ამომრჩველეს თავის გრაფაში ხელმოწერა დახვდა. ამომრჩველს თავდაპირველად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს, მოგვაინებით კი ხმის მიცემის უფლება მისცეს და ხელი იმავე გრაფაში მოაწერინეს.
62-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს იყო ტექნიკური ხასიათის მცირე გაუგებრობა.