“თაობათა დიალოგი” არჩევნებს ქუთაისში #48 ოლქში აკვირდება.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის გენერალური მდივნის თქმით, პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურში შეინიშნება ახალი სახეები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საკუთარ მოვალეობაბში ვერ ერკვევიან. “5 უბნის მონაცემებით ვიტყვი, რომ დამკვირვებლები, რომლებიც არიან ახალი სახეები ნაკლებად ერკვევიან მის ფუნქცია მოვალეობებსა თუ კომისიის წევრების მოვალეობებში”, – განაცხადა გვანცა თოთაძემ.
მსივე თქმით, აქტურობდნენ ერთ-ერთ უბანზე არჩევნებში მეორე ტურს მიღმა დარჩენილი პარტიის წევრები. “ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები (აღნიშნული პარტია მეორე ტურის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას) გაცილებით მეტად აქტიურობენ თუ შევადარებ პირველი ტურის არჩევნებს. ისინი ერევიან კომისიის წევრების უფლება მოვალეობებში. მაგალითად 115-ე უბანზე როდესაც ჩვენი დამკვირვებელი დაინტერესდა თუ საიდან იყო დამკვირვებლად, ამ პიროვნებამ დამალა ინფორმაცია და საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი”,- განაცხადა გვანცა თოთაძემ.