სამეცნიერო-ინტელექტუალური

კლუბი “თაობათა დილოგი” #48-ე მაჟპორიტარულ ოლქში რამდენიმე უნბანს აკვირდება. ორგანიზაციის გენერალური მდივნის გვანცა თოთაძის თქმით, ამომჩეველთა აქტივობა დილიდან ნაკლებია . “8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით ქუთაისში, მეორე ტურში 15:00-ის მონაცემებით 13 798 – ით ნაკლებმა ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.
“თაობათა დიალოგი” 48-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება არჩევნებს და ამ დრომდე ამომრჩეველთა პასიურობა გრძელდება.
15:00 საათის მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ მოსული ამომრჩეველი მომსვლელთა მეოთხედსაც ვერ შეადგენს. მაგალითად 117-ე უბანზე 1388 ადამიანია რეგისტრირებული და ჯერ მხოლოდ 250 ამომრჩეველი მოვიდა. ასევეა 41-ე უბანზე – 1301-დან 321 მოვიდა. იგივემდგომარეობაა 56-ე უბანზე -1336-დან 220″, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *