ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ
ამორჩეველთა აქტივობის 5 საათიან მონაცემები გაავრცელა. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა რაოდენობა ჯერ კიდევ დაბალია.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 42 423 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 26,23% შეადგენს. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 17 საათისთვის მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 34,08% შეადგენდა. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 12 საჩივარი შევიდა. მისივე განმარტებით, 10 მათგანი საკონტროლო ფურცლის შევსებას შეეხება, 1 საჩივარი დაწერილია ორგანიზაციის დამკვირვებლის მხრიდან კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის თაობაზე, ხოლო 2 გადასატან ყუთზე,”-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.