ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიისთვის
მონაცემები გაავრცელა. #59 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტოვობა ამ დროისთვის საკმაოდ დაბალია.
“10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს, ხოლო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის მონაწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 7,6 % შეადგენდა. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა, რაც #112 უბანზე საკონტროლო ფურცლის შეცდომით შევსებასთანაა დაკავშირებული და ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ,”-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.